მიუზიკლი პოპის მეფის, მაიკლ ჯეკსონის ცხოვრების შესახებ, შექმნის პროცესშია. BBC-ის ინფორმაციით, თეატრალური დადგმის პრემიერა ბროდვეის სცენაზე 2020 წელს გაიმართება.

პულიცერის პრიზის ორგზის მფლობელი ლინ ნოტეჯის მიერ დაწერილი წიგნი იქნება მიუზიკლის სცენარის მთავარი ნაწილი, რეჟისორად კი, Tony Award-ის მფლობელი კრისტოფერ უილდონია დამტკიცებული.

ჯერჯერობით უცნობია შევა თუ არა მიუზიკლში ჯეკსონის ცხოვრების ისეთი განხილვადი დეტალები, როგორიცაა 2005 წლის სასამართლო და სექსუალურ ძალადობაზე გავრცელებული ბრალდებები.

პოპის ლეგენდა 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.