ინგლისის ნაკრების ახალ კაპიტანს სურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღოს.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მან 2 გოლი გაიტანა და ინგლისის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. მიუხედავად ამისა, მესისთან და რონალდუსთან დაპირისპირება რთული იქნება, რადგან ბოლო 10 ოქროს ბურთი სწორედ ამ ფეხბურთელებმა გაიყვეს.

"საკუთარ თავს არასოდეს არ უნდა დაუწესო საზღვრები. [...] მინდა საკუთარი შესაძლებლობები ამ ტურნირზე სრულად გამოვავლინო. მინდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებს გავუწიო კონკურენცია და ამისთვის საჭიროა, რომ დიდი და მნიშვნელოვანი მომენტების მთავარი მონაწილე ვიყო. [...] უნდა დავამტკიცო, რომ ადამიანები ცდებოდნენ, როცა ჩემში ეჭვი შეჰქონდათ. რონალდუ და მესი საუკეთესოები არიან, მე ვიღებ გამოწვევას, რომ მათ დონეზე ვითამაშო", - განაცხადა კეინმა.

ინგლისის ნაკრები მომდევნო შეხვედრას კვირას პანამის წინააღმდეგ გამართავს.