ენდრიუ მარტილა პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელიც ძირითადად ცხოველების გადაღებით არის გატაცებული და მათ სხვადასხვა, ძალიან სახალისო მომენტებში აფიქსირებს.

დღეს ენდრიუს ახალ ფოტოსერიას, "კატები და კატაბალახა" წარმოგიდგენთ, რომელიც ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში ღიმილს მოგგვრით და აუცილებლად გაგახალისებთ.

სახალისო ფოტოების ნახვამდე გეტყვით, რომ კატების კატაბალახას მიმართ დიდი სიყვარულის შესახებ თითქმის ყველასათვის ცნობილია, ამის მიზეზი კი თურმე ის არის, რომ კატაბალახას სუნი, ფერომენის სუნს ჰგავს, რომელსაც სქესობრივად მომწიფებული ცხოველის შარდი შეიცავს.

ფოტო: Andrew Marttila