შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მცირე მთავრობის იდეა სწორი მიდგომაა.

"სწორია ყველა იმ პრიორიტეტთან ერთად, რომელიც დასახული გახლავთ მთავრობის პროგრამით. ეს მალე გახდება ცნობილი, მაგრამ ამაზე განაცხადს გააკეთებს უკვე ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი."

ციხელაშვილის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება ახალი მთავრობისთვისაც პრიორიტეტულია.

19 ივნისს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტორბისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. პრემიერობის კანდიდატმა 2018-2020 წლების სამთავრობო გეგმა წარადგინა.

ბახტაძემ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მთავრობა ძველი შემადგენლობით არის დროებით. რამდენიმე კვირაში მომზადდება კანონპროექტი და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ბახტაძის თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტი სწორედ ამ პერიოდში დასახელდება.