ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, სანდრა ბულოკი საბოლოოდ ალაპარაკდა ჰარვი ვაინშტაინთან მის ურთიერთობაზე და თქვა, რომ მისი ყოველთვის ეშინოდა.

The Sunday Times-სთან ინტერვიუში, ოსკარის მფლობელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ იმ გაბედულ ადამიანებს წინაშე, ვინც ვაინშტაინის საშინელი ქცევების შესახებ ხმამაღლა თქვა, ქედს იხრის.

"ჰარვის შესახებ, ყველას ის ესმოდა, რაც თავად ჰარვის სურდა, მათ შორის მეც და ეს ძალიან მაბრაზებდა. ხალხი საუბრობდა და ამბობდნენ - ოჰ, იცით ამ გოგომ ეს როლი როგორ მიიღო? ის ჰარვისთან იწვა. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვაჩუმებდი და ვეუბნებოდი - მოკეტეთ, ეს სიცრუეა და არავინ იცის რეალურად რა ხდებოდა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები კი არ იწვნენ ჰარვისთან, არამედ ჰარვის უნდოდა, რომ ყველას ასე ეფიქრა", - ამბობს სანდრა ბულოკი.