26 წლის მეკარე, ბერნდ ლენო, რომელმაც ლევერკუზენის რიგებში 230-ზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სეზონიდან ლონდონის არსენალის ღირსებას დაიცავს.

"გვიხარია, რომ ლენო გადმოვიბირეთ. იგი გამოცდილი და მაღალი კლასის მქონე მეკარეა", - აღნიშნა მეთოფეთა ახალმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომერ მაისურს მოირგებს გერმანელი გოლკიპერი.