Stranger Things-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი MTV-ის დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან რამდენიმე დღის წინ დაშავდა და მუხლი ამოუვარდა. თუმცა, 14 წლის მსახიობი ცერემონიაზე ვიდეოთი ჩაერთო, მას შემდეგ, რაც ნომინაციაში - საუკეთესო სამსახიობო შესრულება სერიალში - გაიმარჯვა.

მილიმ პრიზისთვის მადლობა გადაიხადა და ფანებს თბილი მესიჯი გაუგზავნა, შემდეგ კი იმ ბულერებს უპასუხა, რომელთა გამოც რამდენიმე დღის წინ მან Twitter გააუქმა:

"ვიცი, რომ ამას ბევრი ახალგაზრდა ადამიანი უყურებს, თუმცა დიდებსაც მივმართავ. ისინი ალბათ ახსენებენ თავს იმას, რაც მე მასწავლეს: თუ კარგი არაფერი გაქვს სატქმელი, საერთოდ არაფერი თქვა. აქ არაა ადგილი ბულინგისთვის, მე არ ვაპირებ ამას შევეგუო და არც თქვენ უნდა წაახალისოთ ეს. თუ გჭირდებათ იმის შეხსენება, თუ რამდენად იმსახურებთ უკეთესს და სიძულვილზე რამდენად მაღლა დგახართ, ინსტაგრამზე მომწერეთ".

მილი ბობი ბრაუნმა ტვიტერის ანგარიში მას შემდეგ გააუქმა, რაც ის სიძულვილის გამავრცელებელი მიმის სამიზნე გახდა.

მიმი, რომელშიც მილის ჰომოფობიას აბრალებენ, 2017 წლის ნოემბრიდან ტრიალებს ტვიტერზე, თუმცა ბოლო დროს მან ინტენსიური სახე მიიღო.