Nobody's Fool - ასე ჰქვია ტაილერ პერის ახალ კომედიურ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ვუპი გოლდბერგი და ტიფანი ჰადიში ასრულებენ.

ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ კინოსურათი ძალიან, ძალიან სასაცილო იქნება.

ფილმის სიუჟეტი ციხიდან ახლად გამოსული ქალის გარშემო ვითარდება, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად დასთან გადადის საცხოვრებლად და ინტერნეტით გაცნობილ კაცთან იწყებს ურთიერთობას.