სერიალი ლუთერი მეხუთე სეზონით BBC-ზე ბრუნდება. ცოტა ხნის წინ არხმა შოუს პირველი ტიზერი გაავრცელა.

ლუთერი ბრიტანული კრიმინალური დრამაა, რომელიც BBC-ზე 2010 წლიდან გადის. შოუმ გამოსვლის დღიდან მაყურებლისა და კრიტიკის დიდი მოწონება დაიმსახურა, ნომინირებული იყო არაერთ პრესტიჟულ ჯილდოზეც. მთავარი როლის შემსურულებელ იდრის ელბას კი ამ შოუში განსახიერებული პერსონაჟისთვის ოქროს გლობუსი აქვს მიღებული.