პოლიციაში ყოველდღიურად უამრავი ზარი შედის, სადაც დახმარებას ითხოვენ, მაგრამ ფლორიდაში მომხდარი შემთხვევა იშვიათი და გამორჩეული იყო.

მეტამფეტამინის მოწევის შემდეგ, 49 წლის დუგლას კელიმ იფიქრა, რომ სხვა ნივთიერება შეაპარეს. დუგლასმა პოლიციის ოფისში დარეკა და თავისი ნაყიდი ნარკოტიკის ხარისხის შემოწმება ითხოვა, რადგან თვლიდა, რომ ცუდი ნარკოტიკი მიყიდეს და დილერის დასჯა სურდა.

კელი პოლიციაში დაიბარეს. მან ადგილზე ნარკოტიკები მიიტანა. შემოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკი ნამდვილი მეტამფეტამინი იყო, თუმცა ამის შემდეგ ის მოხდა, რასაც დუგლასი არ ელოდა — პოლიციამ ის უკანონო ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრა.

ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცველთა ორგანომ ფეისბუქზე პოსტი გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს უთხრა, რომ ყველას დაეხმარებოდა არალეგალური ნარკოტიკების შემოწმებაში.