ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს, რომ კომპიუტერ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობას მიაკუთვნოს და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გამოცემაში შეიყვანოს.

"მე არ ვქმნი პრეცედენტს", - განაცხადა ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის წევრმა, ვლადიმერ პოზნიაკმა. ახალი დიაგნოზის დარეგისტრირების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას სწორედ პოზნიაკმა მიმართა.

მისი თქმით, ის მიჰყვება იმ ტენდენციებს, რომლებიც მოსახლეობასა და პროფესიულ სფეროებში დამკვიდრდა.

თუმცა ყველა ფსიქოლოგს არ მიაჩნია, რომ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში უნდა აისახოს.