ბახტაძის თქმით, სამინისტროების შემცირება ბიუჯეტში 120 მილიონ ლარს დაზოგავს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას არ გულისხმობს. მისი თქმით, არსებული 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებით 120 მილიონ ლარამდე გათავისუფლდება.
"მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3,9 %-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, როგორიც არის 100-120 მილიონის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამაზე."
ბახტაძის განმარტებით, სტერეოტიპული დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ მხოლოდ სამინისტროების რაოდენობა შემცირდება არაზუსტია:
"ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ თუ რა უნდა იყოს ის ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული."
ბახტაძის განცხადებით, მთავრობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარდგება. მისი განმარტებით, სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდება, რაც მთავრობის შემადგენლობაში სტრუქტურული ცვლილებები შევა და კანონის დონეზე დამტკიცდება.
მთავრობის არსებულ მინისტრთა კაბინეტს მამუკა ბახტაძე ახლა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს განსახილველად. ამის შემდეგ, კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. კანონმდებლების თქმით, მთავრობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები