ხვალ, 18 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს. გთავაზობთ იმ რაიონების სიას, რომლებსაც 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კვანტალიანის და გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის დასახლების, ნადიკვარის I ქუჩის, ნადიკვარის, კალანდაძის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.