20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის ნაკრები დაამარცხეს. დრამატული ბრძოლა ანგარიშით 31:39 დასრულდა. ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავეს.

პირველი ტაიმი ანგარიშით 19:12, შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა. ბორჯღალოსნების ანგარიშზე ორი ლელო და ერთი გარდასახვა იყო.

ფოტო: საქართველოს რაგბი

მეორე ტაიმზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 3 ლელოს დადება და 3 გარდასახვის გატანა შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ფოტო: საქართველოს რაგბი

ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს და 6 ერის ორი ქვეყანა დაამარცეს. გარდა ამისა საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა - უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.