მაკედონიამ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას მაკედონიისთვის სახელის ცვლილების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ცერემონია ფსარადესის დასახლებაში, პრესპას ტბასთან, ორი ქვეყნის საზღვარზე გაიმართა.

მაკედონიისთვის სახელის ცვლილების შეთანხმებას მიესალმება გაერო, ევროკავშირი, აშშ და ნატო. სახელზე შეთანხმებით, ჩრდილოეთ მაკედონიას შანსი აქვს შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს, რა პროცესსაც ამ დრომდე ათენი ბლოკავდა.

მაკედონიის ლიდერების განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ივნისის სამიტზე დაიწყებენ საუბარს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ასევე მიიღებენ მოწვევას ნატოში გასაწევრიანებლად ივლისის შუა რიცხვებისთვის.