შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1970 წელს დაბადებული პირი დაბა სურამში დააკავა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრაც.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.