გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.

სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება.

უფრო კონკრეტულად, თბილისში, 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპარატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება.

თელავში, 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება.

ბათუმში, 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება.

ქუთაისში 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.

ზუგდიდში 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება.

16 ივნისს ამინდის გაუარესების გამო პრობლემები შეიქმნა. საქართველოს რამდენიმე რეგიონში სამაშველო სამუშაოები ჩატარდა.