15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები მონტენეგროს ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.