Stranger Things-ის მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა ტვიტერის ანგარიში გააუქმა, მას შემდეგ, რაც ის სიძულვილის გამავრცელებელი მიმის სამიზნე გახდა.

მიმი, რომელშიც მილის ჰომოფობიას აბრალებენ, 2017 წლის ნოემბრიდან ტრიალებს ტვიტერზე, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში მან ინტენსიური სახე მიიღო. ჰეითერები პოსტებს ჰეშტეგით, #TakeDownMillieBobbyBrown, იყენებენ.

გასულ წელს, მილი ბობი ბრაუნზე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ტვიტში ქსელის მომხმარებელი წერდა, რომ მილიმ მას ქუჩაში ჰიჯაბი ჩამოგლიჯა. როდესაც ტვიტერის სხვა მომხმარებელმა რიტორიკულად აღნიშნა, რომ მას პროფილის ფოტოზეც კი არ ეკეთა ჰიჯაბი, ტროლმა თქვა, რომ იმიტომ, რომ ის "მილიმ ჩამოგლიჯა".

ილევენის როლის შემსრულებელი თავად არის ანტი-ბულინგის კამპანიის წევრი. მან დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ინსტაგრამზე 10 მილიონი გამომწერი აღნიშნა, ფანებს მოუწოდა, რომ გაერთიანებულიყვნენ და ყველაზე საოცარი თაობა ყოფილიყვნენ.