AHS-ის მერვე სეზონში მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი, ევან პიტერსი და ჯოან კოლინზი შეასრულებენ.

როგორც რაიან მერფი ამბობს, ამ მსახიობებს წინ ძალიან დიდი საქმეები ელოდება.

გარდა ამისა, მერფიმ გაამხილა, რომ შოუს მერვე სეზონში ვიხილავთ წინა სეზონების - Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს. როგორც სერიალის შემქმნელი გვარწმუნებს, ჯადოქრებს მერვე სეზონში დიდი ამბები ელით.

მიუხედავად იმისა, რომ რაიან მერფის არ დაუსახელებია ის პერსონაჟები, რომლებიც შოუს ახალ ნაწილში გამოჩნდებიან, ფანები ამ ამბავს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მერფის ტვიტიდან ირკვევა ისიც, რომ სერიალი ეთერში სექტემბერში დაბრუნდება.

სერიალის შემქმნელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაამხილა, ახალი ნაწილის სიუჟეტი მომავალში განვითარდება და მოგვიყვება იმ სააფრთხეებისა თუ შიშების შესახებ, რომლებიც მომავლის ადამიანებს ექნებათ.

მერფი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისტორია 10 ან 20 წლის შემდეგ განვითარდება.

"ეს იქნება ყველა წინა სეზონისგან განსხვავებული ნაწილი", - უთხრა მერფიმ ჟურნალისტებს.

წინასწარი ინფორმაციით FX-ის შოუს ახა სეზონს Radioactive[რადიოაქტიური] ერქმევა, თუმცა რაიან მერფი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

ჯერ-ჯრობით American Horror Story-ის მერვე სეზონთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.