საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე უჩივის ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ უგრეხელიძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს დოკუმენტების ფოტოასლებსა და განცხადებას. მისი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ.

"დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს", - წერს პაპუნა უგრეხელიძე.

პაპუნა უგრეხელიძე სახალხო დამცველს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და მას პოლიტიკურად ანგაჟირებლს უწოდებს.

ქალის სექსუალურად შევიწროებაში დადანაშაულებულმა პაპუნა უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 27 მარტს დატოვა.

უგრეხელიძე აცხადებს, უნდა დადგინდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მართებულობა დაზარალებული ქალისთვის სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაზე.

რას ყვება ქალი, რომელიც საჯარო რეესტრის უფროსს სექსუალურ შევიწროებასა და შანტაჟში ადანაშაულებს

დაზარალებული ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობა მისი თავმჯდომარედ დანიშვნის დღიდან დაიწყო.