ანტიპუტინური სიმღერისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე კონცერტის შემდეგ, რობი უილიამსმა რუსეთში FIFA World Cup 2018-ის გახსნაზე იმღერა. შემსრულებელი რუსეთის მიმართ მერყევი დამოკიდებულებით გამოირჩევა.

"საქართველო, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ღმერთმა დაგლოცოთ და მიხარია, რომ თქვენთან ვარ" - ასე მიულოცა 2 წლის წინ საქართველოში ჩამოსულმა უილიამსმა ქართველებს 26 მაისი.

საქართველოში სტუმრობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან ანტიპუტინური სიმღერა ჩაწერა. 2017 წელს კი განაცხადა, რომ სურვილი აქვს ევროვიზიაზე რუსეთის სახელით გავიდეს.

რობი უილიამსი საქართველოში პროექტი Check in Georgia სამთავრობო პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ვილიამსთან ერთად, სხვა შემსრულებლებიც იყვნენ ჩამოსულები, რისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონამდე ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში საქართველოში არაერთი შემსრულებელი ჩამოვიდა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტს დღეს, 14 ივნისს აიღო და 15 ივლისს დასრულდება. საქართველო ჩემპიონატში არ მონაწილეობს და არც ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრენ გახსნის ცერემონიას.

ფოტო: Fifa World Cup

ფოტო: Fifa World Cup