მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრების პირველ შეხვედრას, რომელიც ურუგვაის წინააღმდეგ გაიმართება, "100%-ით ჩაატარებს", ამის შესახებ ეგვიპტელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰექტორ რაულ კუპერმა განაცხადა.

სალაჰმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო, როდესაც ხელზე რამოსი დაეცა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მიუხედავად ამისა, კუპერი კომენტარის გაკეთებისას თავდაჯერებული ჩანდა.

"მისი ვარჯიში დღესაც ვნახეთ და შეგიძლიათ, 100 პროცენტიანი დარწმუნებით გითხრათ, რომ იგი ითამაშებს. [...] ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ოქროს ბუცის მოგებისკენ მიმავალ გზაზე იგი ვერაფერმა ვერ უნდა შეაჩეროს".

ურუგვაის შემდეგ ეგვიპტელები რუსეთსა და საუდის არაბეთს შეხვდებიან.