ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

36 წლის მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე ეკავა. მანამდე, 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.

ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდგომ პერიოდში, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას თავი სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებით დაამახსოვრა. მიუხედავად ფოტოებისა და პოსტების მუდმივი დასპონსორებისა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მამუკა ბახტაძე.

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55 პროცენტს მამუკა ბახტაძის სახელი არ სმენია. მისი მუშაობა გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტისთვის იყო მოსაწონი, 22 პროცენტი კი ბახტაძეს უარყოფითად აფასებდა.

IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა

NDI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ვინ იყო ბახტაძე მოსახლეობის 43 პროცენტმა არ იცოდა. ასევე, მოსახლეობის 5 პროცენტს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, დადებითად კი 9 პროცენტი აფასებდა.