24-საათიანი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-ის ინფორმაციით, მათი ოპერატორის მიხვედრილობამ და ყურადღებამ პირველ ივლისს 24 წლის გოგო სუიციდისგან იხსნა.

112-ის ინფრომაციით, ახალგაზრდა გოგომ მათთან კითხვით დარეკა, თუ რა მოუვიდოდა ადამიანს 100 საძილე აბის დალევის შემთხვევაში.

ოპერატორის დაინტერესების შემდეგ, მან ყურმილი გათიშა და ზარებს აღარ პასუხობდა.

112-ის ოპერატორმა ბაზაში მოძებნა აღნიშნული ნომრიდან მანამდე განხორციელებული ზარი, ჩაინიშნა მითითებული მისამართი და დაუყოვნებლივ გააგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ადგილზე მისულ ექიმებს დახვდათ უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგო, რომელიც გადაარჩინეს.