უმრავლესობის დეპუტატის აკაკი ზოიძის თქმით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი მამუკა ბახტაძეა. მან ასევე დაამატა, რომ სხვა კანდიდატურები განიხილება, თუმცა ყველაზე რეალური ბახტაძეა.

მედიაში მამუკა ბახტაძის სავარაუდო პრემიერობას აქტიურად განიხილავენ. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს და ეს არჩევისას კრიტერიუმი იქნება.

გუშინ, 3 ივნისს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერობის თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომით გადაყენებულად მიიჩნევა საქართველოს მთავრობაც.

გაიგეთ მეტი: