რუსეთის სახელმწიფო დუმის, ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ტამარა პლეტნიოვამ ქალებს მოუწოდა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში უცხოელებთან სექსი არ ჰქონდეთ. ამის შესახებ დეპუტატმა გოვორიტ მოსკვასთან ინტერვიუში ისაუბრა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ მსგავსი მოქმედებით ბავშვები არასრულფასოვან ოჯახებში იბადებიან და მაგალითად 1980 წელს ჩატარებული ზამთრის ოლიმპიადა მოიყვანა. მისი განმარტებით, ამ პერიოდში ქვეყანაში ბევრი მარტოხელა დედა გაჩნდა.

"ეს ბავშვები შემდეგ იტანჯებოდნენ და იტანჯებიან, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან. კიდევ კარგია, თუ ერთი რასის არიან, და თუ სხვა რასის - ეს საერთოდ. ჩვენ ჩვენივე შვილები უნდა გავაჩინოთ. მე ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ მაინც", - განაცხადა პლეტნიოვამ.

მან მოუწოდა რუს ქალებს, რომ სიყვარულით რუსეთის მოქალაქეებზე დაქორწინდნენ, კარგი ოჯახები შექმნან, მეგობრულად იცხოვრონ, გააჩინონ შვილები და აღზარდონ ისინი.

"რომც დაქორწინდნენ [უცხოელი კაცები], მიჰყავთ თან, და მერე ქალმა არ იცის იქიდან როგორ დაბრუნდეს. შემდეგ მოდიან ჩემთან კომიტეტში, ტირიან გოგოები, რომ ბავშვი წაიყვანეს", - ამბობს დეპუტატი.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება.