კინოსტუდია Warner Bros. აპირებს სტივენ კინგის 2013 წელს დაწერილი რომანი, Doctor Sleep გადაიღოს რომელიც თავის მხრივ საკულტო რომანის The Shining-ის გაგრძელებაა.

სტუდიამ პროექტზე სამუშოდ რეჟისორი მაიკ ფლანაგანი მიიწვია, რომელიც სცენარზე აკივა გოლდსმანთან ერთდ იმუშავებს.

Doctor Sleep-ის სიუჟეტი Overlook Hotel-ში გადარჩენილი დენის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობის ტრამვებით იტანჯება. მას გამუდმებით ეცხადება ქალი 217-ე ნომრიდან, სიზმრებში სულ ის საბედისწერო ღამე ესიზმრება და არც სხვა მოჩვენებები აძლევენ გასაქანს.

გაზრდილი დენის როლს ფილმში იუენ მაკგრეგორი ითამაშებს.