პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, პრემიერის გადადგომა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: UNICEF-ის კვლევამ და ბოლოდროინდელმა ზოგადმა სიტუაციამ.

"ჩვენ ამით არ ვიყავით კმაყოფილი იმ ნაწილში, რომ სიღარიბის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არის ისევ მაღალი", - განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მოსალოდნელ მოვლენებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პრემიერობის შესაძლო კანდიდატურებზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.

12 ივნისს ქართული ოცნების ოფისში პარტიის დეპუტატები შეიკრიბნენ. მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილათ. ამაზე საუბრობდა პარტიის რამდენიმე წევრიც. დასრულების შემდეგ კი დეპუტატებმა განაცხადეს, რომ UNICEF-ის კვლევაზე ისაუბრეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 10-მდე აქცია ჩატარდა. ყველა შემთხვევაში ისმოდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.

მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, როგორც კი დარწმუნდება, რომ მისი გადადგომა "ქვეყანას წაადგება", თანამდებობას დატოვებს.

გაიგეთ მეტი: