ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აგინა, რომელსაც On.ge მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ. ვიდეომასალა პრაიმტაიმმა გაავრცელა.

"უნამუსოები არიან და აი, დიახაც, ბიძინა ივანიშვილო შენი დედა ვატირე. მოვიდეს, აბა, ახლა და დამიჭიროს", - თქვა მელიამ.

მელიას სიტყვები მოქალაქეზე ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას უკავშირდება, რომელიც 12 ივნისს გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამავე თემაზე: