რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი პატრიკ ბრაისის ახალი ფილმს, Corporate Animals, იღებდა. კინოსურათში მთავარი როლი შერონ სტოუნს უნდა შეესრულებინა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო მსახიობმა ფილმში თამაშზე უარი თქვა.

სტოუნის უარის შემდეგ როლი პროდიუსერებმა დემი მურს შესთავაზეს, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ ბრაისის შავ კომედიაში სწორედ ის ითამაშებს.

შავი კომედიის ჟანრის ფილმში მური ერთ-ერთი კორპორაციის ეგოისტი დირექტორის როლს შეასრულებს, პარტნიორობას კი მსახიობები ედ ჰელმსი და ჯესიკა უილიამსი გაუწევენ.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, კომპანიის თანამშრომლების კორპორატიულ მოგზაურობაში მიდიან, ეს მოგზაურობა კი კატასტროფით სრულდება. ჯგუფი გამოქვაბულში ჩაიკეტება და გადარჩენისთვის იბრძვიან, რისთვისაც კანიბალიზმზსაც მიმართავენ.