ტონის რიგით 72-ე დაჯილდოებიც ცერემონიაზე, ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა, რობერტ დე ნირომ სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გააკეთა.

Fuck Trump - დე ნიროს მიერ ტრამპის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებას დარბაზში შეკრებილი ვარსკვლავები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

რა თქმა უნდა ეს ამბავი ტრამპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და როგორც მოსალოდნელი იყო, დე ნიროს ტვიტერზე გამოეხმაურა.

"რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს, ფილმებში კრივის დროს, ძალიან ბევრჯერ მოხვდა თავში. წუხელ ვუყურე და მიმაჩნია, რომ დარეტიანებულია ამდენი დარტყმისაგან. ალბათ, ის ასე არ ფიქრობს", - წერს ტრამპი.