წარმატებული მეორე სეზონის შემდეგ, Stranger Things-ის გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა უკვე დაიწყო. სიუჟეტის 1985 წლის ზაფხულში განვითარდება, წინა სეზონის ისტორიიდან 1 წლის შემდეგ.

როგორც უკვე იცით, მესამე სეზონში ძველ პერსონაჟებთან ერთად რამდენიმე ახალსაც ვიხილავთ. შოუს დაემატა მსახიობი ფრანჩესკა რიალე, რომელიც ჰეიზელრის, ჰოუკინსის საცურაო აუზის მაშველის როლს მოირგებს და თუ შოუს შემქმნელებს დავუჯერებთ, ის მესამე სეზონის ყველაზე მისტიკური ამბის ეპიცენტრში იქნება.

ფრანჩესკა რიალეს გარდა, შოუს მესამე სეზონს ორი მსახიობი - ქერი ელვისი და ჯეიკ ბიუსიც დაემატა.

მეორე სეზონში ვიხილავთ კიდევ ერთ ახალ პერსონაჟს, რობინს, რომლის როლსაც უმა თურმანისა და ითან ჰოუკის შვილი, მაია ჰოუკი შეასრულებს.

როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.