მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდია მონიტორმა გაავრცელა.

"გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს", - აღნიშნულია სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებულ მასალაში.

მარნეულის მერი ამბობს, რომ მისთვის ძალადობის შესახებ ცნობილი არ იყო და არც სტუდია მონიტორის ჟურნალისტებს დათანხმდა კადრების ჩვენებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლით (დამამცირებელ გარემოში არაადამიანური მოპყრობა) მიმდინარეობს.