მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს ხულენ ლოპეტეგი დაიკავებს. იგი ამჟამად ესპანეთის ნაკრებს წვრთნის.

სამეფო კლუბი და ესპანელი სპეციალისტი 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

მადრიდულ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამდენიმე კვირის წინ ზიდანმა, ყველასთვის მოულოდნელად, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ლა ლიგის უკვე დასრულებულ სეზონში რეალმა მე-3 ადგილი დაიკავა და ბარსელონას 17 ქულით ჩამორჩა.