CSS: გამოკითხულთა 70%-ის თქმით, მათი სამსახური მეტ უნარებს ითხოვს, ვიდრე ისწავლეს
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულ 700 დასაქმებულ კურსდამთავრებულს შორის 36 პროცენტი აცხადებს, რომ დასაქმებულია მისი ძირითადი პროფესიით, ხოლო 33 პროცენტის თქმით, თავისი სპეციალობით ამჟამად არ მუშაობს.
კვლევის ავტორების განმარტებით, სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1 001-მა კურსდამთავრებულმა.
რესპონდენტების აზრით, რეალურად რომელი უნარები და გარემოებები
ეხმარება მათ დასაქმებაში ან დაეხმარებათ მომავალში, დასაქმებული რესპონდენტების უმრავლესობა პირადი გამოცდილების საფუძველზე, ასახელებს:
- პრაქტიკულ გამოცდილებას (17%),
- უცხო ენების ცოდნას (16%),
- კომუნიკაციის უნარს (14%),
- მიღებულ უმაღლეს განათლებას (10%).
მათი უმრავლესობა კი, ვინც კვლევის პერიოდში არ იყო დასაქმებული, მაგრამ სამსახურს ეძებდა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია:
- უცხო ენების ცოდნა (14%),
- მიღებული უმაღლესი განათლება (10%),
- პირადი კონტაქტები (9%).
დადგინდა, რომ ძირითადი სპეციალობით დასაქმებული რესპონდენტების უმრავლესობის, ანუ 70%-ის აზრით, მათი ამჟამინდელი სამუშაო იმაზე მეტ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს, ვიდრე უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მიიღეს. თუმცა, ამის პარალელურად, ოთხივე უნივერსიტეტის გამოკითხული კურსდამთავრებულები, უმეტეს შემთხვევაში, საშუალოზე მეტად პოზიტიურად აფასებენ უმაღლესი სასწავლებლების როლს მათში სხვადასხვა პროფესიული კომპეტენციის განვითარების კუთხით.
კვლევის მიხედვით, 679 დასაქმებული რესპონდენტიდან, უმრავლესობისთვის დასაქმების სამი ყველაზე სასურველი სფეროა:
- ფინანსები (22%)
- მარკეტინგი (14%)
- ფსიქოლოგია (11%).
ავტორებმა ზემოთ აღნიშნული მონაცემები კურსდამთავრებულთა დასაქმების რეალურ სფეროებს შეადარეს და დასაქმების სფეროების მიხედვით პირველ ადგილზეა:
- ფინანსური ინსტიტუტები (19%),
- მარკეტინგი (8%),
- უძრავი ქონება (6%),
- საჯარო მართვა (5%),
- განათლება (5%),
- ფსიქოლოგია (4%)
კვლევაში წერია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ დღეს, საქართველოში დასაქმების შემაფერხებელ ფაქტორებად დაასახელა:
- შეზღუდული სამუშაო ადგილები (53%),
- სამუშაო გამოცდილების არქონა (46%),
- ნეპოტიზმი (45%).
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა რაოდენობრივი გამოკითხვა 2015 წლის მაის-ივლისში ორ საჯარო და ორ კერძო უნივერსიტეტში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების 1001-მა კურსდამთავრებულმა, რომელებმაც სწავლა 2012, 2013, 2014 წლებში დაასრულეს.
ანგარიში მომზადდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში: "უმაღლესი განათლების პროგრამების ეფექტურობის განსაზღვრა კარიერული განვითარებისთვის: სოციალურ მეცნიერებებში აკადემიური პროგრამებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობის კვლევა".
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
კომენტარები