პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპერებს ტექნოპარკში შეხვდნენ.

შეხვედრაზე სტარტაპერები იმ დამატებით შესაძლებლობებს გაეცნენ, რომლებსაც მათ სააგენტო მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სთავაზობს. გამარჯვებულებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღალკვალიფიციური საერთაშორისო მენტორების მომსახურებით. მენტორები მათ გაუწევენ კონსულტაციებს, როგორც სტარტაპის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკრეტულ დარგში ბიზნეს-აქტივობის მიმართულებით. აღნიშნული კი საშუალებას მისცემს გამარჯვებულ სტარტაპერებს განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 18 გამარჯვებული სტარტაპი 25 მაისს გამოვლინდა. თითოეულ მათგანს გადაეცა გრანტი 100 000 ლარის ფარგლებში.