ბავშვობის პერიოდი თუ კარგად გახსოვთ, ალბათ ისიც გემახსოვრებათ თუ რა საპასუხისმგებლოა, როდესაც ზეიმზე ლექსის თქმა, ზეპირი გამოცდის ჩაბარება თუ დიდი აუდიტორიის წინაშე ცეკვა გიწევთ.

ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, სწორედ პატარა ბალერინაა, რომელიც სცენაზე გასვლის შემდეგ დაიბნა და ცეკვის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

უხერხულობის დასაძლევად და შვილის მხარდასაჭერად კი როგორც ხედავთ, ბავშვის მამა გამოჩნდა, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები მასთან ერთად ბალეტი იცეკვა და დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი მშობელი ჩვენ მთავარი დასაყრდენი და საუკეთესო მეგობარია.