დედაბუნებას შეუძლია ერთდროულად იყოს თავზარდამცემიც და თან განსაცვიფრებლად ლამაზიც. ამას ეს ვიდეოც მოწმობს, რომელიც შტორმის მდევარმა ჯეიმს ჰამეტმა გადაიღო.

ჯეიმსი აშშ-ს შტატ უაიომინგში იმყოფებოდა, როცა ვეება ტორნადოს მომსწრე გახდა. ის მის პარალელურად გადაადგილდებოდა და შეძლო ამობრუნებული კონუსის მსგავსი მოვლენისთვის შთამბეჭდავი ვიდეო გადაეღო.

კადრები იმდენად სრულყოფილია, რომ სიურრეალისტურ აღქმას ტოვებს. გამბედავი ჯეიმსი ტორნადოსთან ისე ახლოს მივიდა, რომ ისიც კი გადაიღო, როგორ ანადგურებდა ის მის სიახლოვეს მდებარე ადგილს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ტორნადომ რამდენიმე სახლი დაანგრია, თუმცა ადამიანები არ დაშავებულან.