ქეით ბლანშეტი, სანდრა ბულოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი და პოპ-ვარსკვლავი რიანა - ეს სახელები საკმაირისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოუშენის ქალი მეგობრების გამოსვლის დღიდან გაქირავების ლიდერი გამხდარიყო.

კინოსურათმა პირველივე დღეს $41 მილიონზე მეტი დააგროვა და ამით ოუშენის კაცი მეგობრების პირველი დღის შემოსავალს გადაუსწრეს.

მაგალითისთვის - ოუშენის პირველმა ნაწილმა პირველ დღეს $38 მილიონი დააგროვა, მეორემ - $39 მილიონი, მესამემ კი - $31 მილიონი.

ოუშენის რვა მეგობარი ეკრანებზე 8 ივნისს გამოვიდა, საქართველოში მისი პრემიერა კი 21 ივნისს შედგება.