"[ნიკა მელია] ადგილიდან განარიდეს იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა და მისგან განმარტება მოისმინა:

"ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან".

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატი სხვა ადგილზე, კერძოდ ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს:

"მყისიერად იქნა ბატონი ნიკა მელია გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ".

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება.

დღეს, 11 ივნისს თბილისის პარლამენტის წინ აქციაზე "ნუ მომკლავ" სამართალდამცველებმა ენმ-ის წევრი, ნიკა მელია აიყვანა, რასაც წინ უძროდა დაპირისპირება პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატებს შორის.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-დაუდასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია დაკავებული არ არის.