ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურის (NHS) ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. BBC-ის ცნობით, კვლევა 2017 წელს Commonwealth Fund-მა ჩაატარა, რომელმაც 11 ქვეყანა გამოავლინა ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემით.

2014 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისი მეორედ დასახელდა საუკეთესოდ, როგორც ყველაზე უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი.

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა სიაში ბოლო ადგილზეა .

  1. დიდი ბრიტანეთი
  2. ავსტრალია
  3. ნიდერლანდები
  4. ახალი ზელანდია
  5. ნორვეგია
  6. შვედეთი
  7. შვეიცარია
  8. გერმანია
  9. კანადა
  10. საფრანგეთი
  11. აშშ

კვლევის მიხედვით, NHS პირველ ადგილზე დასახელდა ისეთი მახასიათებლების გამო, როგორიცაა მზრუნველობა, უსაფრთხოება, სასწრაფო დახმარების მოქნილობა, ვაქცინაციისა და სკრინინგის დროულობა, საავადმყოფოების ადგილმდებარეობა და სერვისების ხელმისაწვდომობა.

საქართველოში მედიკამენტების ღირებულების ზრდასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს დღეს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში.