საკრებულოს დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ის პარლამენტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჰქონდა ჩართვა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დაკავების შესახებ უწყების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ხაბეიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მისმა თანაგუნდელმა, ზაალ უდუმაშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით კი შსს-მ დაადასტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე დააკავეს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძეც. მათივე ინფორმაციით, ხულიგნობისთვის და წინააღმდეგობის გაწევისთვის ჯამში დაკავებულია სულ ცხრა პირი.