საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე მოხლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების აღსასრული ძალიან ახლოა:

"[ბიძინა] ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს [გიორგი] გახარიას და სუს-ის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს. ნუ შეგეშინდებათ მათი! მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა".

ცოტა ხნის წინ, თბილისის პარლამენტის წინ აქციისთვის "ნუ მომკლავ" გაშლილი კარვები პოლიციამ დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა ენმ-ის წევრები, ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, რასაც წინ უძროდა დაპირისპირება პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის. ნიკა მელიასთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი პროტესტი დღეს, 18 საათზე განახლდება. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.