გაინტერესებთ როგორ მზადდება შოკოლადი? მაშინ განაგრძეთ კითხვა და გაიცანით კონდიტერი დომ რემსი, რომელიც ამის შესახებ დიდი სიამოვნებით მოგიყვებათ.

დომი ახლა ლონდონში ცხოვრობს და უკვე დიდი ხანია, რაც ყველასათვის საყვარელ ტკბილეულს, რომლის კლასიკური ვერსიაც კაკაოს ფხვნილს, რძეს, შაქარსა და დარიჩინს შეიცავს, საკუთარი ხელით ამზადებს.

დიახ, შოკოლადზე შეყვარებულ ადამიანებს შესაძლებლობა გეძლევათ, კაკაოს ნედლი მარცვლებიდან, მადისაღმძვრელ ფილებამდე განვლილ, საკმაოდ გრძელ და საინტერესო გზას დეტალურად გაეცნოთ და აი ისიც:

ყველაფერი ამ პატარა და ლამაზი ყვავილით იწყება

შემდეგ ყალიბდება ნაყოფი, რომელიც კაკაოს ნედლი მარცვლებით არის სავსე

მოვიდა დამწიფებული კაკაოს მოკრეფის დროც და როგორც ხედავთ, ის საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანია

როგორც წესი, ნაყოფის გულში 25-40 კაკაოს ნედლი მარცვალია

მარცვლები თეთრი, ძალიან ტკბილი გარსით არის დაფარული

მოსავლის აღების შემდეგ, მარცვლების გამოშრობის საკმაოდ ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო პროცესი იწყება

როდესაც მარცვლები კარგად გამოშრება მათი საგულდაგულოდ გადარჩევა აუცილებელია

უკვე გადარჩეული და საკვებად ვარგისი ნედლი პროდუქტი კი ქარხნებში იგზავნება, სადაც მისი გარდაქმნის ყველაზე საინტერესო პროცესი იწყება

გადამუშავებულ კაკაოს მარცვლებს სხვადასხვა ინგრედიენტებს ამატებენ და ყველასათვის საყვარელი ტკბილეულს ამზადებენ

სასურველ ფორმაში ჩამოსხმის, გაციებისა და შეფუთვის შემდეგ, ის პირდაპირ მაღაზიის დახლებზე იგზავნება

მიბრძანდით, შეიძინეთ და გემრიელად მიირთვით

ფოტო: damsonchocolate

საინტერესოა ისიც, რომ სიტყვა "შოკოლადი" კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის სახელწოდებიდან "ჩოკოლატლის" მოდის. ჩოკოლი სიმწარეს, ხოლო ატლი წყალს ნიშნავს.