სოფელ ხულდარას მაცხოვრებელმა სახლის ეზოში, ავტოფარეხში ბავშვებისთვის ბიბლიოთეკა მოაწყო
მოლაოღლის განვითარების ცენტრისა და ხულდარას სათემო რესურცენტრის ხელშეწყობით რამდენიმე დღის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში სკოლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში მცხოვრები 120-ზე მეტი მოსწავლის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენამ, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად "ფონდი ტასოს“, საქართველოში თურქეთის საელჩოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოლაოღლის განვითარების ცენტრი და ხულდარას სათემო რესურსცენტრი 26 წლის ქამრან აფანდიევმა და 27 წლის არიზ დაშდემიროვმა დააფუძნეს.
თავდაპირველად მოლაოღლის განვითარების ცენტრი დაფუძნდა. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. მოლაოღლის განვითარების ცენტრში მისვლა სოფელში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეუძლია. აქ ისინი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობენ, მუშაობენ პროექტებზე და ცენტრის მიერ დაფუძნებულ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით უფასოდ სარგებლობენ.
მას შემდეგ, რაც მოლაოღლის განვითარების ცენტრის მიმართ ინტერესი გაიზარდა, ქამრან აფანდიევმა და არიზ დაშდემიროვმა ასეთივე ცენტრის შექმნა სხვა სოფლებშიც გადაწყვიტეს. “საქმე, რომელიც მოხალისეობით დავიწყეთ, შემდეგ პროექტად გადავაქციეთ. პროექტის განხორციელებაში "ფონდი ტასო” დაგვეხმარა. მოვაწყეთ ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის. აქ ისინი მათთვის საჭირო და უამრავ საინტერესო ინფორმაციას ეცნობიან. გარდა ამისა, ვუტარებთ ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე. სულ 25-ზე მეტ სკოლაში გვაქვს ჩატარებული ტრენინგები. ამჟამად მოსწავლეებს ვაცნობთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების წესებს. გვინდა, რომ მსგავსი ცენტრები სხვა სოფლებშიც შევქმნათ,” - ამბობს ქამრანი.
წიგნების და ბიბლიოთეკის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო ქამრანმა, სოფელ ხულდარაში, საკუთარი სახლის ეზოში, ყოფილი ავტოფარეხის შენობაში ბავშვებისთვის ბიბლიოთეკა მოაწყო. ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა ახლა სოფლის ყველა მცხოვრებს შეუძლია. “გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მოაზროვნე ახალგაზრდების განვითარებას. ბიბლეოთეკა რომ გაგვეკეთებინა, ბევრი ახალგაზრდა დაგვეხმარა ფინანსურად. ცენტრით ბევრი მოსწავლეა დაინტერესებული. თავდაპირველად გამოფენის მოწყობას მხოლოდ რამდენიმე სკოლის ბაზაზე ვაპირებდით. მას შემდეგა, რაც ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელდა, გამოფენაში მონაწილეობის სურვილი სხვა სკოლებმაც გამოთქვეს. საბოლოო ჯამში, 17 სკოლის 120-ზე მეტი მოსწავლის ნამუშევარი გამოვფინეთ.”
ხულდარაში მცხოვრები 17 წლის ვალი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ ასეთი ბიბლიოთეკა სოფელში აქამდე არასოდეს ჰქონიათ: “ეს ბიბლიოთეკა ძალიან დიდი შესაძლებლობაა ცოდნის და განათლების მისაღებად. სოფელში მცხოვრები ყველა ბავშვი დადის აქ.”
18 წლის სარხანი სოფელ ალგეთში ცხოვრობს. ის სოფელ ხულდარაში არსებული ბიბლიოთეკით სარგებლობს და ამბობს, რომ მსგავსი ცენტრი ყველა სოფელს სჭირდება: "გამოფენისთვის ხელნაკეთი ნივთები მეც შევკრიბე. გვინდა, რომ მსგავსი ცენტრი ალგეთშიც გავხსნათ, უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება მეცნიერებით და განათლებით.”
შახლა ასმაროვა 25 წლისაა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. მისი თქმით, ძველ ქვეშში ერთადერთი ბიბლიოთეკაა, ისიც სკოლაში და იქ წიგნების მცირე არჩევანია: "არიზისა და ქამრანის დახმარებით ასეთ ცენტრს ჩვენს სოფელში ჩვენც ვაკეთებთ. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მოდიან, ახალი წიგნები ყველას აინტერესებს. ძველ ქვეშში ასეთი ცენტრი და ბიბლიოთეკა აქამდე არასოდეს ყოფილა. საბედნიეროდ, წიგნების მიმართ ბავშვების ინტერესი იზრდება.”
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები