დასავლეთ ტოკიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 9 კაცი და 10 ქალია, რომელთა ასაკი 18-დან 70 წლამდე მერყეობს. მკვლელობის მოტივი უცნობია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

26 წლის თავდამსხმელი, რომელიც ცენტრში მყოფ პირებს ცივი იარაღით დაესხა თავს, აღნიშნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელია. უცნობია, მან თავად დატოვა სამსახური თუ გაათავისუფლეს. შემთხვევა ადგილობრივმა მედიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობებიდან ერთ-ერთ ყველაზე საზარელ შემთხვევად შეაფასა.