საქართველოს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი პირი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეიმურაზ კუპატაძის განმარტებით, აქციაზე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, რომლებიც არიან ნასვამ მდგომარეობაში.

კუპატაძის თქმით, ისინი შედიან კარავში და აქვთ გაუგებრობა სასმელზე და სხვა საკითხებზე.

"ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს ჩვენ შევედით. ერთ-ერთი ფორმიანი მოქალაქე განმარტავდა თუ რა მოხდა. ჩვენ ვუთხარით, რომ დაკითხვაზე წამოსულიყო, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა", - განმარტავს კუპატაძე.

On.ge დაკავებულებს ზუსტი რაოდენობის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.