ლეგენდარულმა სცენარისტმა, შონდა რაიმსმა ოფიციალურად დაიწყო ნეტფლიქსზე მუშაობა და პირველი სცენარიც წარადგინა.

რაიმსის პირველი პროექტი ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთ სტატიაზე იქნება დაფუძნებული და ის ანა დელვეის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც მოახერხა და ნიუ-იორკის მაღალი წრის საზოგადოებაში მაოხერხა თავის დამკვიდრება. დელვეი ასობით ადამიანი ფინანსურად მოატყოა და მათი ქონება მიითვისა. ამჟამად ის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს.

ანა დელვეის ისტორია ჰოლივუდის პროდიუსერებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა და როგორც ცნობილია რამდენიმე რეჟისორი ფილმის გადაღებასაც გეგმავს. მთავარი როლის შესრულება კი ისეთ მსახიობებს სურთ, როგორებიც არიან მარგო რობი და ჯენიფერ ლოურენსი.