ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალის შეხვედრები აპრილში განახლდება
Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ჟენევაში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ რიგით 35-ე დისკუსიაზე, ქართული, ოსური, აფხაზური და რუსული მხარეები გალის შეხვედრების აღდგენაზე შეთანხმდნენ. პირველი შეხვედრა გალში აპრილში გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ამბობს, გალის ფორმატის აღდგენას წინ მხარეებს შორის ხანგრძლივი კონსულტაციები და მოლაპარაკებები უძღოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორმატით გათვალისწინებულ შეხვედრებს ეფექტი ექნება და კონსტრუქციული დიალოგი შედგება:
"მივესალმებით გალის შეხვედრების აღდგენას. ეს ფორმატი ოთხი წლის განმავლობაში აღარ არსებობდა. ეს არის მექანიზმი, რომელიც, ასე თუ ისე, გარკვეული სახის სტაბილურობას მოგვიტანს".
ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი მუჩაიძეს მიაჩნია, რომ შეხვედრების აღდგენა არსებულ სიტუაციაზე დიდ გავლენას არ მოახდენს. თუმცა, ის ფიქრობს, რომ შეხვედრების ფორმატში რიგი საკითხები ნამდვილად მოგვარდება ისევე, როგორც ეს სამხრეთი ოსეთთან, ერგნეთში ანალოგიური შეხვედრების დროს ხდება:
"ერთია, რას სთანხმდება რუსეთი, მეორე კი-რამდენად უზრუნველყოფს ამ მოლაპარაკებებს. აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები დამოუკიდებლად თითქმის არაფერს წყვეტენ. ანალოგიური ფორმატი მოქმედებს ერგნეთში, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ჩვენი მოქალაქეების უფლებები".
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ალეკო კვახაძე კი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უნდა ტარდებოდეს. იმ ქართველების უფლებების დაცვა, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ, მათი შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურის ხიდზე საკონტროლო გამშვები პროცედურის გამარტივება-ეს ის საკითხებია, რომლებზეც კვახაძის აზრით საქართველომ მოლაპარაკებების პირველივე ეტაპზე უნდა ისაუბროს.
ექსპერტის თქმით, იმისთვის, რომ ამ საკითხში ქართულმა მხარემ წარმატებას მიაღწიოს, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რუსეთთან ურთიერთობაში ყოველგვარი რევერანსებისგან უნდა შეიკავოს თავი და უფრო მკაცრ პოზიციაზე დადგეს.
გალის შეხვედრები 2012 წლის აპრილში შეწყდა, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი პირი, საქართველოში ევროკავშირის დაკმვირვებელი, ანჯი ტიშკევიჩი, პერსონა ნონ-გრატად ცნო. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ მაშინ განაცხადა, ტიშკევიჩმა დაუდევრობა გამოიჩინა გალში მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე საუბრის დროს.
"შემოგვიშვით აფხაზეთში და ჩვენ მივხედავთ თქვენს გვამებს", - ასეთი განცხადების გაკეთებას აბრალებს ტიშკევიჩს აფხაზეთის დე-ფაქო მთავრობა, თუმცა თვითონ ევროკავშირის დამკვირვებელს ამ დრომდე აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები